პროექტის მთავარი
იდეა(თემა):მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
ეზოპეზე, ლაფონტენზე, სულხან-საბა
ორბელიანზე, კრილოვზე, გაეცნობიან,
შეისწავლიან და შეადარებენ
მათ იგავ-არაკებს, იმსჯელებენ
დღესაც აქტუალურია თუ არა იგავებში
შეფარულად გადმოცემული საკითხები.
პროექტის აქტუალობა:პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეები განივითარებენ ინფორმაციის
მოძიების, ანალიზისა და წარმოდგენის უნარებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებში დამოუკიდებელი
მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის,დისკუსიის უნარ-ჩვევების
განვითარება,საკუთარი აზრის ჩამოყალიბება,
ცოდნის გაღრმავება, ინტერესის
გაღვივება იგავ-არაკების მიმართ,
გამოფენაში მონაწილეობა, თანამშრომლობა, პრეზენტაციების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები საფუძვლიანად
შეისწავლიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს-იგავ-არაკებს, შექმნიან
თვალსაჩინოებებს, გააკეთებენ პრეზენტაციას,
სლაიდებს.
მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა:
1-თვე.
პროექტის შესაძლო
აქტივობები კლასში: ძიება,
მოსმენა, სწავლა,კითხვა,წერა,აღწერა,შედარება, ხატვა.

პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
იგავ-არაკების კრებულები, ფურცლები,
საწერი კალამი.
საგნებთან |საგნობრივ ჯგუფებთან |
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი :
მოსწავლე იღრმავებს
ცოდნას, უსმენს, გამოთქვამს
საკუთარ აზრს, თანამშრომლობს, ეცნობა
და კითხულობს ნაწარმოებს,
ასევე შესაძლებელია იყოს კავშირი სხვა დისციპლინებთანაც.
ენები: რუსული.
სამოქალაქო განათლება: აზრის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის
მიმართ ტოლერანტობის გამოჩენა,
ქცევის კულტურის შესწავლა,
ტრადიციების გაცნობა.
საბუნებისმეტყველო საგნები:
მაგ. იგავ-არაკებში აღწერილ
ცხოველების და საგნების
განხილვა და შესწავლა.
ხელოვნებათმცოდნეობა:
ხატვა, როლური თამაში,
მუსიკის მოსმენა.
პროექტის ხელმძღვანელი:
იზა ცხაკაია, ქალაქ წყალტუბოს #1 საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი.